გასროლა

ლევან ამილახვარი ალი-ფაშას ხვდება და მისგან დახმარებას ითხოვს. ისინი მატინოვის და არჩილის განეიტრალებას გეგმავენ. ქალაქის მთავარ საშობაო ბალზე მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად ვითარდება.

19 151
აირჩიე სეზონი:

ქალაქი სადაც მსხვერპლზე მეტი მკვლელია

მეცხრამეტე საუკუნე. ქაოსი და ტიფლისი განუყოფელია. ქალაქს თავისივე პოლიციელები მიწის ზედა სასაფლაოს უწოდებენ. ადამიანებით ვაჭრობა და ტერორი თავადური კლანების შემოსავლის ძირითადი წყაროა. სისხლისმღვრელ სისტემას თავადი ორბელიანის ოჯახი და ტყეში გავარდნილი ყაჩაღები უპირისპირდებიან.

სეზონი 1 
გამოშვების წელი: 2014
მწარმოებელი: GDS PRODUCTIONS 
​7 ეპიზოდი
ფორმატი: 60 წთ.
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი 



რედაქტორის სვეტი


ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგადად ისეთი უნიკალური ნამუშევრების არსებობა კინოს ისტორიაში, რომლებიც მაყურებლის ძალიან ფართო სპექტრის ყურადღებას იქცევს, ძალიან იშვიათია და თუ დავაკონკრეტებთ, რომ ეს ფართო სპექტრი 5-დან 70 წლამდე ასაკის მაყურებელია, პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელი ფილმები გაგვახსენდება. თუ დავუშვებთ, რომ ეს ფილმი ქართული წარმოებისაა, წრე ძალიან შემჭიდროვდება, შემჭირდოვდება კი არა, ალბათ, მარტო მრავალეპიზოდინი მხატვრული ფილმი "დათა თუთაშხია" გაგვახსენდება, ან კიდევ მაქსიმუმ ერთი-ორი. ასეთი უნიკალური ნამუშევარი მაყურებელს მთელი სიცოცხლე ამახსოვრდება და ხშირად ფიქრობს, რომ ის ერთადერთია, თუმცა, მანამ, სანამ მისი კალიბრის მეორე მსგავსი არ გამოჩნდება.

დათა თუთაშხიას მსგავსი კი, სწორედ არნახული პოპულარობით, ნაწილობრივ კი თემატიკითაც და მორალითაც, 2014 წელს საქართველოში შეიქმნა. მას სერიალი “ტიფლისი” ჰქვია. სიბოროტესთან და უსამართლობასთან ბრძოლა, სუსტის და გარიყულის დაცვა ტიფლისის გმირების პირველადი მოვალეობაა. ისევე, როგორც ზემოხსენებულ, ან ამ პერიოდზე გადაღებულ ბევრ ფილმში, აქაც ისვრიან, მაგრამ “სროლა” და სისხლი არ გამხდარა ლევან დაბრუნდაშვილის - პროექტის იდეის ავტორის, რეჟისორის და სცენარისტის ძირითადი საყრდენი. “ტიფლისი” ბევრად ღრმა და საინტერესოა, ვიდრე უბრალო სერიული განგსტერული საგა. და მაინც, ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ განაპირობა ეს წარმატება. თემამ, სცენარმა, რეჟისურამ, სიუჟეტის თხრობის მანერამ, მსახიობებმა, მხატვრობამ, თუ კიდევ სხვა დეტალმა. თუმცა, ალბათ, მაინც იმან, რომ ეს ნამუშევარი არა ლოკალური, არამედ საერთაშორისო მასშტაბის ხარისხისაა.

ვრცლად დახურვა

სისო - შერლოკ ჰოლმსი ტიფლისიდან

ინტერვიუ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან


როგორ აღმოჩნდი “ტიფლისში”? 


ყოველთვის ვერიდებოდი ტელეეპიზოდილებში მონაწილეობას. არ მაინტერესებდა. მეგონა, რომ ეს არ იყო სერიოზული ხელოვნება. ერთ დღეს, მეგობართან ეპიზოდილ “პანიკის გარეშე”-ს გადაღებაზე აღმოვჩნდი. პერსონაჟზე ლაპარაკობდნენ, რომელიც არ ჰყავდათ და რომელსაც ეძებდნენ და როდესაც ვუსმენდი, თუ როგორ ახასიათებდნენ ამ პერსონაჟს, მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ - დეპრესიული ტიპი, ასე ვთქვათ, “დეპრესიულ-ტვორჩესკი” ტიპი უნდა ყოფილიყო, რომელიც შეყვარებულის გამო თავის მოკვლას ცდილობს. მართალია, შეყვარებულის გამო თავის მოკვლა არასდროს მიცდია, მაგრამ სხვა მახასიათებლები ძალიან ემთხვეოდა ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას და ვუთხარი, ასე მგონია, ჩემზე ლაპარაკობთ, თამაშიც კი არ დამჭირდება-მეთქი. ასე აღმოვჩდი ეპიზოდილში. შემდეგ კი, როდესაც “ტიფლისის” გადაღება დაიწყეს, როლიც შემომთავაზეს. 


შენს პერსონაჟზე მომიყევი? როგორ მოირგე როლი?


მსახიობისთვის არ არის საინტერესო, როცა შენი თავის კოპირებას აკეთებ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თამაში არ გიწევს და შენი სამსახიობო უნარების გამოვლენის საშუალებაც არ გაქვს. “ტიფლისში” კი ყველაფერი სხვანაირად არის. ახალი პერსონაჟი, ახალი გმირი შევქმენი, ჩემი ხასიათისგან რადიკალურად განსხვავბული. ბევრი რამ მქონდა ამ პერსონაჟის გამოძერწვისას ჩაფიქრებული, ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ რაკიღა დრო გადაღებასა და გადაღებას შორის ძალიან ცოტა იყო, ფაქტობრივად, სცენარის წერის პარალელურად მიდიოდა გადაღებები, მგონია, რომ ისე კარგად არ გამომივიდა ყველაფერი. ჩაფიქრებული მქონდა ხმის ტემბრის შეცვლაც ვიზუალურთან ერთად, მაგრამ არ გამომივიდა. მართალია, ხმის ტემბრი არ შემიცვლია, მაგრამ ვიზუალურად ის გავაკეთე, რაც მინდოდა.


ანუ შეიძლება ითქვას, რომ შენ იმუშავე პერსონაჟის შექმნაზე?


კი, ასე გამოვიდა. უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი, დაახლოებით შერლოკ ჰოლმსის მსგავსი გამომძიებელი. მიყვარს ისეთი პერსონაჟების შექმნა და თამაში, რომლებიც არ მგვანან და ჩემგან რადიკალურად განსხვავდებიან როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. მსახიობი ხომ იმით ფასობს, თუ რამხელა პალიტრა და რამდენად მრავალფეროვანი პერსონაჟების შექმნის უნარი აქვს. არიან მსახიობები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი იმიჯით ცხოვრობენ. მაგრამ აი, მაგალითად, დასტინ ჰოფმანი რომ გავიხსენოთ, ყველა ფილმში სხვადასხვანაირია. მეც დაახლოებით ამ გზით მინდა ვიარო. მინდა, რომ სხვადასხვა პერსონაჟი, სხვადასხვა ხასიათი დავამუშავო. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში, დროის სიმცირის გამო, არ გვქონდა ფუფუნება, რომ ზუსტად ისეთი პერსონაჟი შემექმნა, როგორიც მინდოდა. თუმცა, მგონია, რომ მაქსიმალურად შევეცადე, დასამახსოვრებელი ტიპაჟი ყოფილიყო ის გმირი, რომელიც მე შევქმენი. 


და ახლა, მას მერე, რაც პერსონაჟი უკვე შექმნილია, რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თავის?


ყოველთვის ძალიან კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს. მინდოდა, გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. უკვე მზა პროდუქტის ნახვის შემდეგ, მივხვდი, რომ შეიძლებოდა, გარკვეული ნიუანსები უკეთ გამეკეთებინა. მაგალითად, კონკრეტულ კადრში, ისე არ გამეღიმა, როგორც ვიღიმი, იმ მზერით არ შემეხედა მეორე პერსონაჟისთვის, როგორც ვუყურებ და ა.შ. 


შენ როგორ გგონია, მოეწონა მაყურებელს შენი პერსონაჟი?


ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მოსწონს ჩემი გმირი. მეუბნებიან, რომ კარგად ვთამაშობ, რომ საინტერესო პერსონაჟი შევქმენი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ადამიანების აზრი და შეფასებები, მაგრამ გაცილებით საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩემზე პროფესიონალები. ვისაც ვენდობი და ვისაც ველაპარაკე, მითხრეს, რომ წარმატებული როლი გამოდგა.


ახლა მიმდინარეობს “ტიფლისის” მეორე სეზონზე მუშაობა? რას იტყვით გადაღებების პროცესზე?


პირველი სეზონის გადაღემისას, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად გავერთე პროცესით, სულ დაძაბული ვიყავი, რომ ტექსტი არ შემშლოდა, რადგან ერთ დღეში კეთდებოდა ყველაფერი. თუმცა, ახლა სხვანაირადაა ყველაფერი. წინასწარ ვიცით მსახიობებმა, რა და როგორ უნდა იყოს და უკეთ ვემზადებით, უკეთ ვამუშავებთ როლს. აი, უკვე რამდენიმე გადაღება გვქონდა და მართლა ვისიამოვნე. საინტერესოა ახალი ე.წ. ლოკაციებიც. შენდება დიდი პავილიონები. მოქმედებების ერთი ნაწილი ციმბირში უნდა განვითარდეს და ამისათვის აშენდა რამდენიმე ბანაკი ბეთანიაში, ციმბირის სტეპები ბეთანიაში გადმოვიტანეთ. 


“ტიფლისი” არის სერიალი, რომელიც მაყურებელმა პირველივე სერიიდან აიტაცა და მასზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სივრცეში, აქებდნენ, აკრიტიკებდნენ. როგორი მოლოდინი გაქვთ ახლა? 


თუკი ამ ეპიზოდილს რაიმე ხარვეზი ჰქონდა, ისევ და ისევ დროის სიმცირის გამო. გადამღებმა ჯგუფმა, მსახიობებმა, ყველა ეს ხარვეზი გაანალიზა და ახლა უკვე ვცდილობთ მის გამოსწორებას. დარწმუნებული ვარ, მეორე სეზონიც ისევე წარმატებული იქნება, როგორც პირველი.


ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ეპიზოდილს აკრიტიკებდნენ, ეს მისი მეტად თანამედროვე ენა იყო.


კი, მე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. თანამედროვე ჟარგონი არ უნდა გადაიტანო იმ ეპოქაში, სადაც მისი ადგილი არაა. ახლა უკვე, მაგალითად, ჩემი პერსონაჟი ითვალისწინებს იმას, რომ არ თქვას “ნაბიჭვარო” და თქვას “ღორიშვილო”, “ძაღლიშვილო” და ა.შ.


რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა “ტიფლისის” მეორე სეზონს?


პირველ რიგში იმიტომ, რომ დასრულდეს  ის აზრი, რაც პირველ სეზონში დაიწყო. რა ბედი ეწიათ პერსონაჟებს. ცხადია, ახლა სცენარის განვითარებას ვერ მოვყვები, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ღირს “ტიფლისის” მეორე სეზონის ნახვა. გარდა ამისა, ის ეპოქაც, რა ეპოქაშიც სერიალი ვითარდება, საინტერესოა მაყურებლისთვის. ამ ეპოქაზე ფილმები თითქმის არ გვაქვს, ახლა “დათა თუთაშხია” მახსენდება მხოლოდ.


როდის იგეგმება მეორე სეზონის პრემიერა?


სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამეორდება პირველი სეზონი და შემდეგ, მეორე სეზონიც მიჰყვება.

ვრცლად დახურვა