თბილისური LOVESTORY

სიყვარული, ორსულობა და ნარკოტიკი. ეს ყველაფერი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეგხვდეს. ცუდი ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში, მარნეულში, საყვარელი ადამიანისთვის ჯადოს გასაკეთებლად წასული ქალი კი სრულად ქართული ჟანრის კლასიკაა. 


4 676
აირჩიე სეზონი:

თორმეტი რეჟისორის მიერ გადაღებული ერთი თბილისური ამბავი

ჩვენ მოგიყვებით თბილისურ ამბავს, რომელიც არ გავს, ლიკას რომ უყვარს და ნიკას რომ კარგავს. ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით ახალს. თიკა და ნინა, ლიკა და ნიკა, ნიკა და ლადო, ლაითი ჯადო - არ დაიდარდო. 

მწარმოებელი: CONTROL Z STUDIO
გამოშვების წელი: 2009 

რეჟისორები: კოტე თაყაიშვილი; გიორგი მასხარაშვილი; ირაკლი ჩხიკვაძე; ვასკა ქართველიშვილი; ნიკა მაჩაიძე; ნიკა ახვლედიანი; თაკო შავგულიძე; ქეთი მაჭავარიანი; დავით უჯმაჯურიძე; დავით ბორჩხაძე; თორნიკე ბზიავა; მიშა აფხაზავა; 

როლებში: ია სუხიტაშვილი; ნუცა კუხიანიძე; ვანიკო თარხნიშვილი; კახა კინწურაშვილი; გოგა ბარბაქაძე; გიორგი ნაკაშიძე; გივი ბერიკაშვილი; კახი კავსაძე; თაკო გაჩეჩილაძე; ქრისტინე იმედაძე; გიორგი ყიფშიძე; ნია გრძელიძე; ნინი ბადურაშვილი; გიორგი გიორგანაშვილი; ნინი ქარსელაძე; 

ვრცლად დახურვა

RODRIGUEZ - ის თბილისური LOVESTORY

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა YOUNG GEORGIAN LOLITAZ-ის ყოფილი წევრი და ახლა RODRIGUEZ-ის სახელით ცნობილი ქართველი მუსიკოსი დავით სვანიძე, რომ მის მიერ რომელიმე ქართული ფილმისთვის დაწერილი სიმღერა, გარკვეულ წილად თავად ფილმზე არანაკლებ პოპულარული გახდებოდა. პირველი მონახაზის შექმნის შემდეგ, დათოს შთაგონება, რომელიც INI KAMOZE - ს HERE COMES THE HOT STEPPERS-ის ერთგვარი პაროდიის შექმნას ეფუძნებოდა, მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა აიტაცა. სიმღერის სტუდიური ვერსიის შექმნაში ჩაერთო ყველა ვისაც მუსიკალური თუ არტისტული ღირებულების შეტანა შეეძლო. 

ვრცლად დახურვა