პირველი ქართული ანიმაციური სუპერ გმირი

სუპერ გმირი ბიბას და მისი მეგობრების - იუკის და დოკის მშვიდი ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. ქალაქ H2O-ში შეშლილი მეცნიერი ბრუნდება, რომელსაც მზაკვრული გეგმები აქვს. მისი შეჩერება კი მხოლოდ ბიბას და მის მეგობრებს შეუძლიათ.

გამოშვების წელი: 2013
მწარმოებელი: GDS PRODUCTIONS 
24 ეპიზოდი
ფორმატი: 10 წთ. 

რედაქტორის სვეტი


მაშინ, როდესაც ქართველი მაყურებელი არ იყო განებივრებული თანამედროვე ქარული ანიმაციით, განსაკუთრებით კი პოლიტიკისგან თავისუფალი ხარისხიანი ანიმაციური სეტელევიზიო სერიალით, GDS-ის ანიმატორთა ჯგუფმა შექმნა ხარისხიანი ორიგინალური მხატვრული საბავშვო 3D ანიმაცია - “სუპერ ბიბა”. არსებული ხარისხის მიუხედავად, პროდუქტი, ბინებრივია, ვერ იქნებოდა “Disney”-ის, “Pixar”-ის თუ “Nickelodeon”-ის პროდუქციის მასშტაბების, ვინაიდან, დღესდღეობით, ანიმაციური ფილმი ყველაზე რთული და სპეციფიკური აუდიოვიზუალური პროდუქტია, რომელიც პროფესიონალ მულტიპლიკატორთა საკმაოდ დიდ ჯგუფს მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე - მაყურებელმა მიიღო ხარისხიანი ქართული საბავშვო დიდაქტიკურ-იუმორისტული ანიმაციური სერიალი, ჩვენ კი დიდი გამოცდილება სამომავლოდ ამ სფეროში ფეხის მოსაკიდებლად.

ვრცლად დახურვა