თავდასხმა

ქართლოსი და ირაკლი ნამორაძის განეიტრალებას გეგმავენ. თუმცა, ეს ისე უნდა მოახერხონ, რომ მასთან მყოფი თინა არ დაზარალდეს. ამასობაში კომუნას ვამპირების ახალი ტალღა უახლოვდება.

5 435
აირჩიე სეზონი:

მოვა დრო და სიკვდილი აჯობებს გადარჩენას

ახალგაზრდა წარმატებულ მეცნიერ ირაკლის, რომელიც სიკვდილის ფენომენს იკვლევს, ოჯახური ტრაგედია ატყდება თავს. თვითმკვლელობის მცდელობის და ხუთ თვიანი კომის შემდეგ ის ვამპირულ აპოკალიფსში იღვიძებს. სანამ ცოლის მოძებნას და გადარჩენას შეეცდება, ათეისტი მეცნიერი თანამგზავრებთან ერთად ჯერ ამ პარადოქსულ სიტუაციაში უნდა გაერკვეს.

სეზონი 2
გამოშვების წელი: 2015 
მწარმოებელი: SARKE STUDIO 
13 ეპიზოდი
ფორმატი: 60 წთ. 
რეჟისორი: ლევან ბახია



​რედაქტორის სვეტი


​ალბათ კინომოყვარულთა უმეტესობა შეკითხვაზე, რით განსხვავდება კარგი პოსტ-აპოკალიფტური ფილმი ან სერიალი ცუდისგან, სადაც ვამპირები,  ზომბები, ინფიცირებულები, მაიმუნები, მაქციები ან უბრალოდ გადარჩენილი ადამიანებისთვის ნებისმიერი სახის საფრთხის მომტანი გაურკვეველი არსებები მონაწილეობენ, უპასუხებს, რომ ეს გრიმის და სპეცეფექტების ხარისხია. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ამ ჟანრის ისტორიებში აქცენტი სწორედ იმაზე კეთდება, როგორ გაიფრქვევა მსხვერპლის ყელიდან სისხლი, ან როგორ შეერჭობა კაცობრიობის მხსნელის მიერ გასროლილი ვერცხლის ისარი შუბლში მომხვდურთა ატამანს . ამიტომ, ნებსით თუ უნებლიეთ, შინაარსი და სიუჟეტი თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება, მაგრამ ეს ბევრს არავის ადარდებს.


ამ შესავლის გაკეთება იმიტომ დამჭირდა, რომ სწორედ ამ აპრობირებული მეთოდის ნაკლოვანებებზე დაფიქრდნენ პარადოქსის მეორე სეზონის შემქმნელები და მოინდომეს ჟანრის ამ ზემოთნახსენებ სიკეთეებთთან ერთად, ისტორიაზე და გმირების სატკივარზეც სერიოზული აქცენტი გაეკეთებინათ.


დიახ , არ შემეშინდება იმის თქმა, რომ პარადოქსი 2 არ არის მხოლოდ უდარდელი თინეიჯერებისთვის შექმნილი მდარე ხარისხის სისხლიანი შოუ, სადაც აქცენტი გამახვილებულია “ცუდი” ან “მახინჯი” არსებების ხოცვა ჟლეტაზე და ამით სიამოვნების მიღებაზე. ეს არის დრამა, სადაც გმირებს აქვთ საფიქრალი, სატკივარი, პრობლემები და მათ გადასაჭრელად სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.


ეს არის ისტორია სამყაროს ტრანსფორმაციაზე.  იმაზე , თუ როგორ იცვლება თამაშის წესები, როგორ ფორმირდება სიცოცხლის ახალი ფორმა, რომელიც ჩანასახშივე დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ვრცლად დახურვა

ზომბებიდან ინფიცირებულებამდე

"პარადოქსი", პირველი ორიგინალური ქართული დრამაა, რომლის პირველი სეზონი უცხოურმა ტელეკომპანიამ, კერძოდ - უკრაინულმა NLO TV-იმ შეიძინა. თუმცა ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ზემოთხსენებული არხის პროგრამირების დირექტორმა ოლეგ დობრელიამ, მეორე სეზონის გადაღებებში თანაინვესტირება გადაწყვიტა. ესე შედგა პირველი ქართული სატელევიზიო კო-პროდუქცია.

"ვფიქრობ, რომ უკრაინელი მაყურებელი ეპიზოდილს თავიდან უფრო სიფრთხილით მიიღს, ცოტა ეჭვით, მოქმედება ხომ მაინც საქართველოში ვითარდება. რაღაც არ წარმოუდგენიათ, რომ ამ ჟანრის სერიალი აქაც შეიძლება კარგად გაკეთდეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ხალხი უყურებს პირველ ეპიზოდის, შემდეგ მეორეს და განსაკუთრებით მესამეს, ვეღარც მოსწყდებიან ეკრანებს."

ვრცლად დახურვა

ჯაბა მელქაძე პარადოქსალურ უკრაინულ პრემიერაზე ანუ რა მოხდა კიევში?!

"მაყურებელი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩება. ჩვენ ცოტა არასტანდარტული გზით წავედით - კი ვუწოდებთ ახალ სეზონს მეორეს, თუმცა, მთლად მეორე სეზონიც არ არის. დავტოვეთ იგივე სამყარო, პოსტაპოკალიპტური პერიოდი, რაც წინა სეზონშიც იყო, დანარჩენი კი ყველაფერი შევცვალეთ. რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ პირველი სეზონი თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტი იყო. გვინდოდა ასეთი სერიალის გადაღება, მაგრამ არ ვიცოდით ინსტრუმენტების სწორად გამოყენება არც გრაფიკული თვალსაზრით, არც დრამატურგიულად. ჩვენ გვაინტერესებდა, რა მოჰყვებოდა ეპიზოდილს, რომელშიც ქართველი ზომბი მორბოდა და მისდევდა რომელიმე ქართველ პერსონაჟს, მაგრამ მაყურებელმა ეს მიიღო. წარმატებული იყო იმ მხრივაც, რომ პირველი სეზონი უკრაინულმა არხმა NLO TV-მ შეიძინა და მეორე სეზონზეც გამოთქვა ერთობლივად წარმოების სურვილი. მეორე სეზონში იცვლებიან მსახიობები და იცვლება სიუჟეტიც. თუ პირველ სეზონში ზომბები იყვნენ, აქ უფრო ინფიცირებულები არიან, რომლებიც მტაცებლებად გვევლინებიან და ორიენტირებულები არიან ადამიანების ჭამაზე." 

ვრცლად დახურვა

ალექს კომაროვსკის აპოკალიფსი

ამბავი იმისა, როგორ აღმოჩნდება უკრაინელი რეჟისორი და ჟურნალისტი საშინელებათა სამყაროში


როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ მოხვდით გადაღებებზე?


როგორც ხშირად მსახიობების შემთხვევაში ხდება, ჩემთვისაც ყველაფერი კასტინგით დაიწყო. ბაც! და როლზე დამამტკიცეს. 



როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ საქართველოში წამოხვიდოდით გადაღებებზე და თან ასეთი ჟანრის ფილმში მიიღებდით მონაწილეობას?


ჟანრის შესახებ თავიდანვე ვიცოდი. ამ ფილმამდეც მიმიღია მსგავს პროექტებში მონაწილოება, ეს ჟანრიც ძალიან მომწონს, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ გადაღებები საქართველოში იქნებოდა, ძალიან დიდი შთაგონება მომცა. როცა შევიტყვე, რომ გადაღებების დიდი ნაწილი პავილიონებში კი არა, გარეთ, ღია სივრცეში გვექნებოდა,  ჩემთვის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. 


გადამღებ ჯგუფს როგორ შეეგუეთ, როგორ მუშაობთ?


ფილმის რეჟისორი ლევან ბახია და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, ჩემი აზრით, გადარეული შემოქმედები არიან,  იმდენად თანამედროვე მიდგომები აქვთ, ისე ხედავენ ყველაფერს, რომ მგონია, ნამდვილ ჰოლივუდურ პროდუქტს აკეთებენ. ყველაფერი -  იმპროვიზაცია, ემოციები ძალიან  მომწონს. მომწონს, როგორც მუშაობენ. ზოგადად, ეს არც ისე ადვილია,  აქ კი მთელი გუნდის სამუშაო პროცესი საათის მექანიზმივით არის აწყობილი.


თქვენს გმირზეც მოგვიყევით, ვინ არის, როგორ აღმოჩნდება ამ თავგადასავალში?


მე ვთავაშობ პეტიას, პეტრეს, ანდა - პედროს, როგორც გადამღები ჯგუფის წევრები  მეძახიან. ეს არის ჟურნალისტი და რეჟისორი, რომელიც ჩამოდის იმისათვის, რომ გადასაღებად მისთვის საინტერესო ლოკაცია მოძებნოს. შემოქმედებითი ტიპია, აქტიური, უყვარს დრაივი, თავად ეძებს ასეთ ადგილს გადაღებებისთვის და ამ პროცესში აღმოჩნდება სწორედ ამ ფანტასტიკურ თავგადასავალში, საშინელებაში, ვამპირებით და მთელი ამბებით. თავიდან ეს მისთვის შოკისმომგვრელია,  მაგრამ შემდეგ რამდენიმე თვე სწორედ ამით ცხოვრობს. 


როგორ იცვლება გმირი ამ გარემოში, რა ემართება მას?


თავიდან მისთვის ეს მხოლოდ საინტერესო პროცესია - „მასალა“. ყველაფერს იღებს, განსაკუთრებით სიკვდილის პირველ ფაქტებს. ფიქრობს, რომ თავადაც უნდა გადარჩეს, მაგრამ ადამიანების ამ ჯგუფში, რომელიც გადარჩენას ცდილობს, არის კიდევ ორი გოგო, ერთი მისი პარტნიორი და მეორე, რომელიც ბავშვს ელოდება და სწორედ მათი გადარჩენა და დაცვა ხდება ჩემი გმირის ერთგვარი მისია.

ვრცლად დახურვა