თავშესაფარი

თბილისისკენ მომავალი ჯგუფი საიდუმლო გვირაბს ეძებს, სადაც ლევანის აზრით ერთი ღამით თავის შეფარება შეიძლება. თუმცა, როგორც ჩანს, უსაფრთხო ადგილები ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს: ისინი აქაც გადაეყრებიან ზომბებს...

5 390
აირჩიე სეზონი:

აპოკალიფსი უკვე მოხდა

კოსმიური ცივილიზაცია ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენს დროში! აქ, საქართველოში! გუგა სხვა გადარჩენილებთან ერთად ცდილობს ელენეს 13 წლის დაკარგული გოგოს, მარიამის პოვნას.

სეზონი 1
გამოშვების წელი: 2014
მწარმოებელი: GDS PRODUCTIONS
​5 ეპიზოდი
ფორმატი: 40 წთ.
რეჟისორი: ჯაბა მელქაძე



რედაქტორის სვეტი


ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რა გრძნობა დაეუფლებოდა, ამ პროექტის ავტორს, როდესაც პოსტაპოკალიფტურ თბილისზე ფიქრს დაიწყებდა 2013 წელს. პერიოდში, როდესაც ქართული ტელევიზიები და პროდაქშენები არათუ მსგავზე არაფერზე ფიქრობდნენ... უფრო სწორად კი, ისინიც, “პარადოქსის” შემქმნელის მსგავსად, მაყურებლის “ზომბირებაზე” ფიქრობდნენ, ოღონდ სხვა ფორმით. როგორც უნდა იყოს, ეს უპრეცედენტოდ სარისკო და, ერთი შეხედვით, ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებით არაადეკვატური პროექტი, ბევრი წინააღმდეგობის და სირთულის მიუხედავად განხორციელდა. და რაც მთავარია, განხორციელდა წარმატებით. თუ ვინმე იტყვის, რომ ის მსოფლიო კინოხელოვნების ქრესტომათიაში ვერ შევა, მართალი იქნება, მაგრამ განა ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროსთვის? რა თქმა უნდა, არა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრეცედენტი შედგა. სახეზე გვაქვს პირველი ქართული SCI-Fi კინოსერიალი, რომელსაც ჰყავს ერთგული მაყურებელი, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. სკეპტიკოსებითვის შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ალბათ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ პროექტი უკრაინაში გაიყიდა, დიდი მოწონება დაიმსახურა და გაგრძელებაც ექნება.

ვრცლად დახურვა

ნანკა კალატოზიშვილის პარადოქსი

დრამის ჟანრის პირველი ქართული მისტიკური სერიალი “პარადოქსი” 2014 წელს გავიდა GDS-ის ეთერში და ის მაშინვე მოექცა მაყურებლის ყურადღების ცენტრში. როგორ აღმოჩნდი ამ ეპიზოდილში?


შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ბავშვი ერთი თვის გაჩენილი მყავდა, GDS-დან რომ დამირეკეს. მივედი, რეჟისორს, ჯაბა მელქაძეს გავესაუბრე. სერიალის შესახებ მომიყვა. ისეთი გატაცებით საუბრობდა და ისე იყო მონდომებული, პროცესში ჩართული, რომ მისი მოწადინება მეც გადმომედო და დიდხანს არც კი მიფიქრია, ისე დავთანხმდი. სახლში რომ მოვედი, მაშინღა დავფიქრდი, ბავშვი ერთი თვისაა, ახლა როგორ უნდა ვიარო გადაღებებზე-მეთქი, მაგრამ უკან დახევის დრო აღარ იყო. გადაღებებიც მალე დაიწყო.


შენი გმირი, ელენე, არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები - ის დაკარგულ შვილს ეძებს. რამდენად საინტერესო იყო შენთვის ეს როლი? 


ელენე საინტერესო პერსონაჟია, ამ კოშმარში დაკარგა შვილი, რომელსაც ასთმა აქვს და რომელსაც ეძებს. ის ძლიერი ქალია. გადაღებების დაწყებამდე, როდესაც ელენეს შესახებ მიამბეს, მოვიხიბლე ამ როლით, თუმცა, გულდასაწყვეტია ის, რომ პირველი სეზონი ისე დამთავრდა, რომ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა. მეორე სეზონში ელენე, როგორც პერსონაჟი საერთოდ აღარ ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდილზე არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობდა, რეჟისორით დაწყებული გამნათებლებით დამთავრებული, აღმოჩნდა, რომ პირველი სეზონი ისე დასრულდა, რომ ვერ გავიგეთ, რა ბედი ეწია ელენეს და მის შვილს. დღემდე მწერენ, როდის გაგრძელდება სერიალიო. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ელენეს ამბავი არ დასრულდა. ეს მსახიობისთვის ცოტა რთულია. როცა ფილმში ერთვები, მერე გაინტერესებს, როგორ განვითარდება შენი გმირის ბედი, თუმცა, სამწუხაროდ, მე მისი ბედის შესახებ ვეღარაფერი შევიტყე.


თვითონ ამ ჟანრზე მუშაობა რამდენად საინტერესო გამოდგა შენთვის?


თავიდანვე დამაინტერესა ამ ყველაფერმა. რა და როგორ გამოვიდოდა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო და მინდოდა ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. მითუმეტეს, რომ ჩემ თვალწინ იხვეწებოდა სერიალის ვიზუალური მხარე. ეს ის ჟანრია, რომელიც გრაფიკოსების სერიოზულ სამუშაოს მოითხოვს. და ეს ასეც იყო. ახლა ამ გადასახედიდან მგონია, რომ ამ ეპიზოდილს ყველაზე მეტად დრო დააკლდა და იმედი მაქვს, რომ მეორე სეზონში უფრო მეტი დრო ექნება გადამღებ ჯგუფს, რომ უკეთესი სეზონი გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი მეორე სეზონში აღარაა და “პარადოქსის” მეორე სეზონს სხვა ჯგუფი იღებს, ყველას ძალიან ვგულშემატკივრობ და ძალიან მინდა, რომ კარგი სეზონი გამოვიდეს.


ეპიზოდილში ეძებ დაკარგულ შვილს. რეალურ ცხოვრებაში, როცა ამ სერიალის გადაღებებში ჩაები, შვილი ახალგაჩენილი გყავდა. რამდენად იმოქმედა შენს როლზე დედობრივმა ინსტიქტმა?


ჩემს პერსონაჟთან შინაგანი ჭიდილი მქონდა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მეგონა, რომ ელენე ვერც სიბნელეს და ვერც მარტოობას ვერ უნდა შეეშინებინა და როცა ფილმში ეუბნებიან, რომ იცი, დაღამდა და ახლა ვეღარ წავალთ შენი შვილის საძებნელად, ის მაინც უნდა მიდიოდეს. მიკვირდა, როგორ ახერხებდა ეს პერსონაჟი სიმშვიდის შენარჩუნებას, როცა არ იცოდა სად იყო მისი შვილი. მე, ალბათ, ასე მშვიდად ვერასდროს ვიქნებოდი. გადავთხრიდი და გადავატრიალებდი მთელ ქვეყანას. უბრალოდ, სცენარის მიხედვით ამის საშუალება არ მომეცა. თუმცა, სულ მქონდა იმის მოთხოვნილება, რომ ფილმში შვილის მოსაძებნად ათას სირთულეს შევრკინებოდი. რეალურ ცხოვრებაში ხომ ასე მოვიქცეოდი.


ალბათ, არ იქნებოდა ადვილი გადაღებების პროცესი. შენი პერსონაჟი გამუდმებით სახიფათო სიტუაციებშია, გაქცევით უწევს თავის გადარჩენა, როგორ უმკლავდებოდი ამ ყველაფერს?


სიმართლე ვთქვა, ძალიან გამიჭირდა. ორსულობის შემდეგ მუხლები მტკიოდა. ისე მტკიოდა, რომ ფეხის კარგად გაშლაც კი მიჭირდა. არადა, მთელი პირველი ეპიზოდი, ფაქტობრივად, სირბილში უნდა გამეტარებინა. თუმცა, ჩემი საყვარელი პარტნიორის, თორნიკე გოგრიჭიანის წყალობით, ეს ტვირთი ცოტა გამიიოლდა. მე და თორნიკე თეატრშიც პარტნიორები ვართ და არაერთხელ ამომდგომია გვერდში ექსტრემალურ სიტუაციაში. აქაც შეიძლება ითქვას, რომ მისი წყალობით დავრბოდი. ფიზიკურად მეხმარებოდა.


ამ ეპიზოდილს ბევრი მაყურებელი ჰყავდა. როგორ ფიქრობ, რატომ?


ალბათ იმიტომ, რომ, მგონი, ეს საშინელებათა ჟანრის ფილმის პირველი მცდელობაა საქართველოში და, წესით, ის საინტერესო უნდა ყოფილიყო მაყურებლისთვის. ეპიზოდილს ჰყავდა საინტერესო პერსონაჟები. მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იქ, სადაც პერსონაჟებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე საშიშროება ელის. რაც შეეხება “პარადოქსის” მომდევნო სეზონს, იმედი მაქვს, საინტერესო გამოვა. მართალია, ახალ სეზონში ახალი პერსონაჟები, ახალი სიუჟეტი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარადოქსის მეორე სეზონსაც ბევრი მაყურებელი ეყოლება.

ვრცლად დახურვა