გატაცება

ჯოჯოხეთის მდევრები თინას გაიტაცებენ და იმედი აქვთ, მძევლის წყალობით დუკას მართვას და განძის ხელში ჩაგდებას მოახერხებენ.

1 980
აირჩიე სეზონი:

ისტორია ყოველგვარი პანიკის გარეშე გრძელდება

დუკა იშხნელს თავის მოკვლის იდეა აღარ აწუხებს, თუმცა ის  უფრო დიდ პრობლემებში გაეხვევა. მკვდრეთით აღმდგარი ბაბუამისი იმისთვის, რომ საბჭოთა წარსულში ჩადენილი შეცდომები გამოასწოროს,  სულ ახალ-ახალ "ტრუკებს" იგონებს და გარშემომყოფებს განაცვიფრებს. შედეგად, დუკა და მისი მეგობრები ზებუნებრივი საქმის გარჩევის ეპიცენტრში ამოყოფენ თავს. 



​რედაქტორის სვეტი


ეს მისტიკური კომედია ზაფხულის თბილი სიოსავით შემოიჭრა 2013 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს ჯიდიესის ეთერში და უმოკლეს დროში საოცარ წარმატებას მიაღწია. პირველი სეზონის ხუთ ექსპერიმენტულ ეპიზოდის 2014 წლის მარტში მეორე სეზონის 10 ეპიზოდიც მოჰყვა.

მშვიდი  სახელის მიუხედავად, ეპიზოდილმა მაყურებელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც, პირველ ყოვლისა, მასში მოთხრობილი ისტორიის არაორდინარულობით იყო განპირობებული. ვინაიდან, ვერავინ თვლიდა წინა სერიის ხარჯზე, თუ რა მოხდებოდა შემდეგ, ინტრიგა მატულობდა და მატულობდა, რამაც განაპირობა, რომ კულმინაციას მაყურებელი უკვე საკმაოდ აღზნებული შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალის მთავარი გმირები, ძირითადად, ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები არიან, ალბათ, არ იქნება უადგილო, თუ ვიტყვით, რომ ამ ეპიზოდილმა ისინი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაგვანახა, უფრო გახსნა და მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა, რაც თავად მათი და მთელი გადამღები ჯგუფის პროფესიონალიზმზე და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს .

ვრცლად დახურვა

გიორგი ქობალია პანიკის გარეშე გვიყვება მეორე სეზონზე

ხელმოცარული დუკას და მისი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუის სულის შეხვედრის ამბავი. ოღონდ, პანიკის გარეშე!


“პანიკის გარეშე“ უკვე დასრულებულია, თუმცა დისტანციიდან, ალბათ, უფრო საინტერესოა მისი შეფასება - თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა ამ კონკრეტულმა ჟანრმა და სიუჟეტის ასეთმა განვითარებამ?


მაშინ, როდესაც „პანიკის გარეშე“ წარმოებაში ჩავუშვით, „ჯი-დი-ეს“-ი ჯერ კიდევ ახალი ტელევიზია იყო და ეს ერთგვარი ცდა იყო იმისა, თუ რამდენად გავართმევდით საერთოდ თავს ისეთ რთულ რეჟიმში მუშაობას, რასაც თვეების განმავლობაში, თითქმის, 24 საათიანი მუშაობა ჰქვია. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და „ჯი-დი-ეს“-მა უკვე უფრო მასშტაბურ პროექტებზე დაიწყო ფიქრი, რომელთა ნაწილიც განხორციელდა, ნაწილიც მუშაობის პროცესშია.


„პანიკის გარეშე“ დაარქვით ეპიზოდილს და ეს იყო ამ ფილმის ერთგვარი სიმბოლური ფრაზაც - რატომ, რას ნიშნავდა, რა დატვირთვა ჰქონდა?


პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, რამდენიმე სამუშაო სათაური გვქონდა, თუმცა კონკრეტულად ეს - “პანიკის გარეშე” სრულიად შემთხვევით, გადაღებების დროს გაჩნდა. გვიბნელდებოდა და ცოტა ვჩქარობდით. ამ სიჩქარეში ვიღაცამ ხუმრობით დაიყვირა -დამშვიდდით, პანიკის გარეშეო და უცებ მივხვდი, რომ ეს სიტყვები, შეიძლებოდა, საინტერესო სათაურად ქცეულიყო. ლევან დაბრუნდაშვილს ვკითხე, რას ფიქრობ ეპიზოდილს პანიკის გარეშე რომ დავარქვათ-მეთქი, მასაც მოეწონა ეს იდეა და საბოლოოდ ეპიზოდილს სწორედ ეს სახელი დარჩა.


რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს ასე უცნაურად გადაჰყროდნენ და შემდეგ ასეთი თავგადასავლები გადახდენოდათ თავს?


ამ სერიალის იდეა გაჩნდა ეპიზოდილ „ტიფლისის“ სცენარის ავტორის და რეჟისორის, ივა ფეზუაშვილის მოთხრობიდან, სადაც ის მოგვითხრობს ერთი უიღბლო ბიჭის, დუკას ისტორიას. წერა დავიწყეთ და შუა გზაში, აღარ მახსოვს საიდან, მაგრამ გარდაცვლილი ბაბუის სული ამოტივტივდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ დროდადრო გამოეცხადებოდა დუკას, ხან დარიგებებს მისცემდა, ხან გაესაუბრებოდა, მაგრამ წერის პროცესში დაიბადა იდეა, რომ ბაბუა საიქიოდან დაგვებრუნებინა. მის დაბრუნებას მიზეზი სჭრდებოდა და სწორედ აქედან გაჩნდა უკვე განძი, ძველი ცოდვების გამოსყიდვა და ის სიუჟეტური ხაზი, რომელზეც მთელი სერიალი აეწყო.


თქვენთვის, როგორც რეჟისორისთვის, რა იყო ყველაზე საინტერესო ამ ფილმზე მუშაობისას? ან სულაც ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ფიქრობთ, რომ წარმატებით დაძლიეთ?


ჩემთვის ეს დიდი სკოლა იყო, რადგან პირველად მომიწია ასეთ რეჟიმში მუშაობა, როდესაც ბევრი ფიქრის დრო არ გაქვს, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, სწრაფად გადაიღო, სწრაფად დაამონტაჟო და თან მას არ ჰქონდეს ნაჩქარევად გაკეთებულის სახე. თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა კიდეც, თუმცა ჩემი მეწყვილე და თანარეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი მეტნაკლებად უფრო შეჩვეული იყო ამ რეჟიმს და ხშირ სიტუაციაში სწორედ ის მაძლევდა ბიძგს. შემდეგ ნელ-ნელა ალღო ავუღე და ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ყველაზე რთული მაინც პირველი სერიები იყო, სანამ გარკვეულ ატმოსფეროს შევქმნიდით და სერიალის ხაზს გავმართავდით, შემდეგ უკვე ამბავი თვითონ გვაძლევდა მიმართულებას. როგორ ფიქრობთ, კომედიურ ეპიზოდილში იუმორის გარდა კიდევ რა არის ყველაზე მთავარი, ის, რითიც მაყურებელს მიიზიდავ? თუ გინდა, რომ მაყურებელმა გიყუროს, მარტო სასაცილო სცენები და სხარტად გათამაშებული სცენები ვერ გიშველის, პირველი მაინც დრამატურგიაა! ამბავი, რომელიც ჩაითრევს მაყურებელს და სულ დაუტოვებს ინტერესს, რა მოხდება შემდეგ. გარდა ამისა, საჭიროა, სწორი სამყარო და თხრობის სწორი ფორმა მიაწოდო მაყურებელს, რათა ის ფილმის ყურებისას მაქსიმალურად დადებითად დაიმუხტოს, განიტვირთოს და არ დაიღალოს.


მაინც რა თქვა ამ ეპიზოდილმა?


ეს სერიალი არის სიყვარულზე, ენთუზიაზმზე, ძიებასა და დიდ გამარჯვებაზე, რასაც ჩვენი სერიალის გმირებმა მიაღწიეს. ეს იყო კიდეც სერიალის მთავარი სათქმელი.


რა იყო ყველაზე კარგი კომპლიმენტი, რაც კი ამ სერიალის გამო მოგისმენიათ?


ერთხელ ტრანსპორტით ვმგზავრობდი და ორი მეგობარი ერთმანეთს უყვებოდა, თუ როგორი მაგარი სერიალია, მათ არ იცოდნენ, რომ მე მისი რეჟისორი ვიყავი. ამიტომ ყველაზე ძალიან მაშინ გამეხარდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, არავინ მეპირფერებოდა.


დღეს რომ გკითხონ, რა არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ამ ეპიზოდილს ისევ უნდა უყურონ, რას დაასახელებდით?


ეს არის იუმორით გაჯერებული პოზიტივი.


„პანიკის გარეშე“ ორ სეზონში დასრულდა - გაგრძელება აღარ გიფიქრიათ? და თუ არა, რატომ? 


„ჯი-დი-ეს“-ში დაფუძნდა ერთი გარკვეული მიმართულება, რამდენად რეიტინგულიც უნდა იყოს და როგორც უნდა მოსწონდეს ხალხს, სერიალი სადღაც უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი, რვა, ცხრა და ათი სეზონი აკეთო ერთი და იგივე, როდესაც თემა იწურება. ჯობს, დაამთავრო და ახალი დაიწყო. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ჩავთვალეთ, რომ დრო იყო, დასრულებულიყო. თუმცა სამომავლოდ რა მოხდება, დაგვიბრუნდება თუ არა განახლებული „პანიკის გარეშე“, ამაზე არასდროს გვისაუბრია.

ვრცლად დახურვა