ჩინური ეშმაკი

თინა დუკას საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟებს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ეს საუკეთესო დროა სახლში შესაღწევად და გეგმის სისრულეში მოსაყვანად. საიდუმლო რუკაზე მონადირე ორივე მხარე ცდილობს, შანსი ხელიდან არ გაუშვას.

2 603
აირჩიე სეზონი:

ბაბუაშენი ვარ მე!

ორი დუკა, იგივე დურმიშხანი, ორივე იშხნელი და ორივე ავთანდილის ძე! ერთი - ახალგაზრდა, აზრისგან დაცლილი, პრობლემებით სავსე რეჟისორი და მეორე - ასევე ახალგაზრდა, მაგრამ 50 წლის წინ გარდაცვლილი, მოულოდნელი და მისტიკური სტუმარი საბჭოთა წარსულიდან.


სეზონი 1 
გამოშვების წელი 2014 
მწარმოებელი: GDS PRODUCTIONS 
5 ეპიზოდი 
ფორმატი: 40 წთ. ​
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი


რედაქტორის სვეტი


ეს მისტიური კომედია ზაფხულის თბილი სიოსავით შემოიჭრა 2013 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს ჯიდიესის ეთერში და უმოკლეს დროში საოცარ წარმატებასაც მიაღწია. პირველი სეზონის ხუთ ექსპერიმენტულ ეპიზოდის 2014 წლის მარტში მეორე სეზონის 10 ეპიზოდი მოჰყვა.

მშვიდი  სახელის მიუხედავად, ეპიზოდილმა მაყურებელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც, პირველ ყოვლისა, მასში მოთხრობილი ისტორიის არაორდინარულობით იყო განპირობებული. ვინაიდან, ვერავინ თვლიდა წინა სერიის ხარჯზე, თუ რა მოხდებოდა შემდეგ, ინტრიგა მატულობდა და მატულობდა, რამაც განაპირობა, რომ კულმინაციას მაყურებელი უკვე საკმაოდ აღზნებული შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალის მთავარი გმირები, ძირითადად, ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები არიან, ალბათ, არ იქნება უადგილო, თუ ვიტყვით, რომ ამ ეპიზოდილმა ისინი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაგვანახა, უფრო გახსნა და მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა, რაც თავად მათი და მთელი გადამღები ჯგუფის პროფესიონალიზმზე და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს .

ვრცლად დახურვა

პანიკის გარეშე ჩაწერილი საუბარი

ინტერვიუ დურმიშხან-გოგა ბარბაქაძე-იშხნელთან


როგორ აღმოჩნდი ეპიზოდილში - “პანიკის გარეშე”?


მე და ლევან დაბრუნდაშვილს, სერიალის რეჟისორის, დიდი ხანის ნაცნობობა გვაკავშირებს. მე და ლევანი ერთად ვმუშაობდით ეპიზოდილში “შუა ქალაქი”. მან ჩემი შესაძლებლობები იცოდა და მე მისი. როდესაც ლევანმა ახალი სერიალის - “პანიკის გარეშე” -გადაღება გადაწყვიტა, დურმიშხანის როლი შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან კარგად ვიცნობ ლევანის შემოქმედებას, მის მონდომებას, მის პროფესიონალიზმს, საოცარ ენერგიას და ამიტომ, ზუსტად ვიცოდი, რომ მისი პროექტი წარმატებული იქნებოდა. ასეც გამოვიდა.


მოგვიყევი შენს პერსონაჟზე, დურმიშხან იშხნელზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში, 60-იან წლებში მოკლეს და შემდეგ ის 21-ე საუკუნეში ცოცხლდება.


ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ამ ჟანრში, ანუ მისტიკურ კომედიაში მონაწილეობის გამოცდილება არასდროს მქონია. ამიტომ ეს შემოთავაზება იმთავითვე საინტერესო იყო ჩემთვის. მეორეც, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის სერიალი, “პანიკის გარეშე”, ფაქტობრივად, ფილმია. მე მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და სწორედ ამიტომ ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ამ პროექტზე მუშაობა. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, საინტერესო ტიპაჟია, 21-ე საუკუნეში გაცოცხლებული ტიპი, რომელსაც თავისი ასაკის შვილიშვილი ჰყავს. ეს ყველაფერი ერთბაშად იუმორისტულიც არის და მტკივნეულიც.


შენ გაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ეპიზოდილში მონაწილეობისა. რამდენად დაგეხმარა შენი გამოცდილება, რომ შეგექმნა ისეთი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს დააინტერესებდა?


რა თქმა უნდა, ჩემმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა. ჩვენ, სამწუხაროდ, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას არ გვქონდა საშუალება, კამერასთან გვემუშავა. დიპლომში გვეწერა კინოსა და თეატრის მსახიობი, მაგრამ კამერა თვალით არ გვქონდა ნანახი. “შუა ქალაქმა” კი მიმაჩვია კამერასთან ურთიერთობას და, შესაბამისად, იქ მიღებული გამოცდილებაც ძალიან დამეხმარა.


შენ თავად თუ მიიღე მონაწილეობა პერსონაჟის შექმნაში? თუნდაც, ავიღოთ ვიზუალური მხარე ან პიროვნული თვისებები.


ვიცოდი, რომ ჩემი გმირი, დურმიშხანი, სხვანაირი ტიპი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსითაც. ადვილი ხომ არ არის, მოგკლან ახალგაზრდა, ისიც საბჭოთა კავშირში, თითქმის 50 წელი გაატარო ე.წ. ჯოჯოხეთში და შემდეგ 21-ე საუკუნეში, ჩვენს თანამედროვეობაში გაცოცხლდე საბჭოთა პერიოდის მენტალიტეტითა და ჩაცმულობით. როდესაც განსაკუთრებულ პერსონაჟზეა საუბარი, რეჟისორიც და მსახიობიც ერთობლივად ცდილობენ საუკეთესო ვარიანტის შექმნას. მეც და ლევანიც ერთად ვმოქმედებდით. ერთმანეთს ვეხმარებოდით. საბოლოოდ, მგონი, კარგი პერსონაჟი შეიქმნა. შეიძლება, უფრო მეტიც გაკეთებულიყო, მაგრამ ერთი ჩვევა მაქვს, არ მიყვარს საკუთარი ნამუშევრის ყურება იმიტომ, რომ ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, თუკი აღმოვაჩენ, რომ რაიმეს უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა და მე ვერ გავაკეთე, ძალიან ვდარდობ.


ანუ, შენ არ იყავი სერიალის “პანიკის გარეშე” მაყურებელი?


არა, ცხადია, ვუყურებდი ეპიზოდილს. ერთია, რომ ძალიან არ მიყვარს საკუთარი ნამუშევრების ყურება და განვიცდი, მაგრამ მეორეა, რომ ეს აუცილებელია მსახიობისათვის, იმისათვის, რომ შეცდომების გასწორება ისწავლოს.


სერიალის ორი სეზონი გადაიღეთ. ჰყავდა მაყურებელი ეპიზოდილს?


სიმართლე ითქვას, თავიდან ცოტა გაუჭირდა მაყურებლის მოზიდვა. რადგან ეს ახალი პროდუქტი იყო და როგორც პატარა ბავშვი იდგამს ფეხს, ამ ეპიზოდილსაც ასე მოუწია დაწყება. თუმცა, ძალიან მალე, მაყურებლის დიდი არმია შეიძინა და ხშირად პირადად მე მეკითხებოდნენ ხოლმე, თუნდაც, უცხო ადამიანები, რა მოხდებოდა მომდევნო ეპიზოდიში, რჩევებს გვაძლევდნენ, გვაკრიტიკებდნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ ჩართული პროცესში. როცა ესა თუ ის პროდუქტი, სერიალი იქნება ეს თუ მხოლოდ შენი როლი, განსჯის საგანი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი არის. ანუ, მაყურებელი ნამდვილად ჰყავდა ამ ეპიზოდილს.


როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდა ამ სერიალით მაყურებელი?


ეს სერიალი უცხო იყო მაყურებლისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ამ ფორმატის სერიალი. ე.წ. ფილმის ფორმატის. გარდა ამისა, ძალიან კარგი ვიზუალი ჰქონდა ეპიზოდილს. ვცდილობდით, განსხვავებული ყოფილიყო იმ პროდუქტისგან, რასაც ტელევიზიები სთავაზობენ მაყურებელს. ქართველი მაყურებელი ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ თუკი მათ კარგ პროდუქტს შესთავაზებ, ისინი ამას აუცილებლად დაგიფასებენ.

ვრცლად დახურვა