საახალწლო ეპიზოდი

"ლე ფიგაროში" დიდი საახალწლო სამზადისია. ლალი მოროშკინა გადაცემის ჩასაწერად ემზადება. რესტორნის თანამშრომლები კი სტუმრების გახალისებას ცდილობენ, რომელთა შორის ერთ-ერთი, დუტას განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია.

15 114
აირჩიე სეზონი:

ყველაზე გემრიელი კომედია


“ლე ფიგარო”-ს შეფ-მზარეული გია თვლის, რომ რესტორნის წარმატებისთვის მთავარი კერძის გემოა. მენეჯერი ლიკა თვლის, რომ მთავარია აურა. მეოცნებე ლევან აბშილავა კი თვლის ბუზებს და ოცნებობს მზარეულობაზე, სანამ ერთ უცნაურ ღამეს “ლე ფიგაროს” მთვრალი მეპატრონე დუტა სხირტლაძე თავისთან სამუშაოდ მიიწვევს.

სეზონი 1
გამოშვების წელი: 2015
მწარმოებლები: STANLEY
32 ეპიზოდი 
ფორმატი: 22 წთ.
რეჟისორი: ირაკლი ჩხიკვაძე



რედაქტორის სვეტი

მოგეხსენებათ, არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო აზრი იმის შესახებ, რომ უკვე არსებული სერიალის ხარისხიანი ადაპტაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ახლის შექმნა. და თუ ის არსებული საკუთარ ქვეყანაშიც და იქაც, სადაც მისი ადაპტაცია ხდება, პოპულარობის ზენიტშია, დამეთანხმებით, საქმე ერთიორად რთულდება. ადგილი, ისტორიები, პერსონაჟები უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს და თან არ უნდა ხდებოდეს კოპირება. ხუმრობები უნდა იყოს აქტუალური, თემები ადეკვატური, მაგრამ ეს ყველაფერი ისე, რომ არ ირღვეოდეს ადაპტაციის უფლების მომცემ მხარესთან შეთანხმებული პირობები. ერთი სიტყვით, ამ საქმეს ვინც ხელს მოჰკიდებს, ისტორიის მოფიქრების გარდა, შეიძლება, ადვოკატების დახმარებაც დასჭირდეს. საბედნიეროდ, ასეთი გულადი ადამიანი აღმოჩნდა ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც შემოიკრიბა მასავით უშიშარი ადამიანები და დაიწყო უაღრესად გემრიელი კერძის მომზადება. ალბათ, არ დამძრახავთ თუ გეტყვით, რომ პირადად მე, ვისაც მქონდა ფუფუნება ეს კერძი თქვენზე ადრე გამესინჯა, აღფრთოვანებული დავრჩი და ერთი სული მქონდა, გამეგო, დესერტს როდის მომიტანდნენ ახალი სერიების სახით.

მოკლედ, აქ ყველაფერია: რაფინირებული იუმორი, რომელსაც ყოველთვის ძალიან მოისაკლისებს ხოლმე ქართული ტელესივრცე, საოცრად გონივრულად შერჩეული “ქასტი” და რაც მთავარია - ოპტიმალური ტემპი, დინამიკა, რომელიც უმნიშვნელოვანესი დეტალია ამ ჟანრის სერიალის წარმატებისთვის. 


ვრცლად დახურვა

მუდამ ნაბახუსევი გია ბუჩუკური

"ჩემი პერსონაჟი ძალიან ნაცნობი ტიპაჟია, რადგან ყველას ცხოვრებაში შეიძლება არსებობდეს ასეთი ტიპი. ის ცოტა ანჩხლია, რომელსაც დალევა უყვარს, ფეხბურთზე გიჟდება, არის ცოტა კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ამასთანავე იუმორით აღსავსე შეფმზარეული, გია. თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ სპეციალურად არ ვუყურე ამ სერიალის რუსულ ვერსიას “კუხნიას”. არ მინდოდა, რომ ვინმეს გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი. მე მინდოდა საკუთარი პერსონაჟი შემექმნა. და მგონი, გამომივიდა კიდეც."

ვრცლად დახურვა

საგიჟეთი სამზარეულოში

აბსურდულად სასაცილო და ცხოვრებისეულად ნამდვილი სერიალი მისივე შემოქმედებითი ჯგუფისგან: 

"ახლა რომ სიურპრიზები გავამხილო, ეგ რაღა სიურპრიზი გამოვა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სერიალი იქნება მაქსიმალურად გახსნილი და ღია. რატომღაც, ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენთან პროდუქტი, თითქოს, ჩარჩოების დაცვით კეთდება. ეს კი ისეთი პროექტია, რომელიც არანაირ ჩარჩოს არ აღიარებს. აქ იქნება ბევრი იუმორიც და სევდაც. აქ ბევრი ფოიერვერკი იქნება. რა იდეაც მოგვდის თავში, ვცდილობთ, რომ ყველაფერი განვახორციელოთ. ტექნიკურად კარგად ვართ აღჭურვილები. ფანტაზიასაც არ ვუჩივით, როგორც მსახიობები, ისე რეჟისორი, ოპერატორები და ა.შ."



ვრცლად დახურვა

მოჯადოებული დუტა

"საერთოდ ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარება და კულმინაცია. აი ამ ეპიზოდილში კი სულ კულმინაციაა. რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინია. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ, ძალიან ბევრსაც ვნერვიულობთ და ვნახოთ რა გამოვა. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. არის ხოლმე, რომ შეიკრიბება ძალიან მაგარი სამსახიობო გუნდი, გამოცდილები, ცნობილები, მაგრამ რაღაც ისე არ გამოვა. აქ, ამ ეპიზოდილში, პროფესიონალი მსახიობების გარდა მუშაობენ არაპროფესიონალებიც, რომლებსაც სერიოზული როლები აქვთ. ისინი იმდენად კარგად თამაშობენ, რომ ძალიან ბევრ პროფესიონალს უტოლდებიან და ხშირად სჯობნიან კიდეც. თითოეული მათი როლი ძალიან დასამახსოვრებელია, ეპიზოდური როლებიც კი. უნდა ნახოთ აქ რა ხდება… ისეთი გუნდი ჩამოყალიბდა, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის."


ვრცლად დახურვა