ვიზა ლიბერალიზაცია

ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე. ბინის  სტუმრები: სოსო კავკავაშვილი და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.

778
აირჩიე სეზონი:

გოგორელიანი, მჟავია და გოგიჩაიშვილი კვლავ აბიბინდნენ!

ყველაზე მხიარული შოუ, რომელიც სავსეა საინტერესო თემებით, სახალისო თამაშებით, პოზიტიური სტუმრებით, მოულოდნელობებისგან გამოწვეული უხერხული პაუზებით, რობერტო მავანებით, ლევან გოგორელიანებით, თემო მჟავიებით და ნინი გოგიჩაიშვილებით. ბიბინებს ბინა18!


სეზონი 6
მწარმოებლები: GDS PRODUCTIONS 

წამყვანები: ლევან გოგორელიანი; თემო მჟავია; ნინი გოგიჩაიშვილი;  

​აღმასრულებელი პროდიუსერები: ლაშა ბასლანძე; თემო მჟავია

ვრცლად დახურვა

რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი: "რო­ცა იუმო­რი ეს­მით, კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მომ­დის, რო­ცა არ ეს­მით - უფ­რო კარ­გი"

ვინც ად­რე არ მიც­ნობ­და, ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი არც იცის

ლე­ვან კვა­რაცხე­ლია უკ­ვე წლე­ბია, სხვა­დას­ხ­ვა იუმო­რის­ტულ შო­უ­ზე მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მად ის "ჯი­დი­ეს­ზე", "ბი­ნა 18"-ის­თ­ვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს და თან, სცე­ნარ­ზე მუ­შა­ობს. ბო­ლო წლებ­ში, უმე­ტე­სო­ბა მას მეტ­სა­ხე­ლით რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი იც­ნობს. რო­გორ და­ირ­ქ­ვა ეს სა­ხე­ლი, ამას ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბობს და დას­ძენს, რომ ის მავ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ არის.


იუმო­რის­ტულ სფე­რო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მოვ­ხ­ვ­დი. იქ ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. მარ­თა­ლია, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და ყვე­ლა გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ დიპ­ლო­მი დღემ­დე არ გა­მო­მი­ტა­ნია. მას მე­რე, რაც სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე, სულ რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ, დიპ­ლო­მი არც დამ­ჭირ­ვე­ბია. ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა, ბან­კ­ში ან სხვა სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კი სა­კუ­თა­რი თა­ვი ვერც წა­მო­მიდ­გე­ნია. თუმ­ცა, რა ვი­ცი, რა ხდე­ბა და დიპ­ლომს აუცი­ლებ­ლად ავი­ღებ.


უმე­ტე­სად, სცე­ნა­რებ­ზე მუ­შა­ობ, არა?


დი­ახ, მე მსა­ხი­ო­ბი არ ვარ. პირ­ვე­ლად 2005 წელს "ი­მედ­ში" ვი­ყა­ვი, იქ "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობ­და, მე­რე "ღა­მის შო­უს სტუ­დი­ა­ში" სე­რი­ალ­ზე - "შუა ქა­ლაქ­ში" და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-ზე, "კო­მე­დი შო­უს" ბი­ჭებ­თან ვი­ყა­ვი. ახ­ლა "ჯი­დი­ეს­ზე" ვარ.


შე­ნი სი­უ­ჟე­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, არას­ტან­დარ­ტუ­ლია, ჩარ­ჩო­ე­ბის გა­რე­შე.


მე ასე­თი ფორ­მა­ტის მომ­ხ­რე ვარ, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დი­დი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბამ თა­ვი­სი რო­ლი ითა­მა­შა. მონ­ტაჟ­საც ხომ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გი პრო­დუქ­ტი გა­მოგ­ვ­დის.


მეტ­სა­ხე­ლი რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი რა­ტომ და­ირ­ქ­ვი?

ვინც ად­რე არ მიც­ნობ­და, ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი არც იცის. ეს ცუ­დიც არის და კარ­გიც. ძვე­ლი ლე­ვან კვა­რაცხე­ლია აღარ ახ­სოვთ, მეტ­სა­ხე­ლი კი ყვე­ლას მარ­ტი­ვად და­ა­მახ­სოვ­რ­და. ეს არის პერ­სო­ნა­ჟი. ერთ დღეს "ფე­შენ ვიკ­ზე" სი­უ­ჟე­ტის გა­სა­კე­თებ­ლად წა­ვე­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ხუმ­რო­ბა, რომ "ფე­შენ" სა­ხე­ლი უნ­და მრქმე­ო­და. რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის­თან და­ვა­კავ­ში­რეთ და მოკ­ლედ, რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი და­ვირ­ქ­ვი. ამ მეტ­სა­ხელს კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ვერ გი­ამ­ბობ.


მავ­ნებ­ლობ­დი?

არა, ჩემ­ზე ეგე­თი რამ არ იფიქ­რო. უბ­რა­ლოდ, თქმა არ შე­მიძ­ლია. მოკ­ლედ, რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის გა­შარ­ჟე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია.


ამ მეტ­სა­ხე­ლით ვინ­მეს რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნე?


არა. არც მავ­ნებ­ლო­ბაა ჩემს ხა­სი­ათ­ში და ვინც მიც­ნობს, და­მე­თან­ხ­მე­ბა... დღეს ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ძვე­ლი ნაც­ნო­ბი ქუ­ჩა­ში მხვდე­ბა, მო­დის და მე­უბ­ნე­ბა: ვაა! რო­ბერ­ტო, რო­გორ ხარ? ის ლე­ვან­საც მიც­ნობ­და, მაგ­რამ თან­მ­ხ­ლებ­თან მა­რი­ა­ჟობს, მე რო­ბერ­ტო მა­ვანს ვიც­ნო­ბო. ვინც ად­რეც მიც­ნობ­და, მათ ვთხოვ, სა­ხე­ლით მომ­მარ­თონ, რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი კი უბ­რა­ლოდ, პერ­სო­ნა­ჟია.


იუმო­რი ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სწო­რად არ ეს­მით. სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს, რა სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი?


თუ იუმო­რი ეს­მით, კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მო­დის და თუ არ ეს­მით - უფ­რო კარ­გი. ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, კონ­კ­რე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ შეგ­ვიშ­ვეს, არა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო, რომ ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი უნ­და დას­წ­რე­ბო­და. მე ამ შე­თან­ხმე­ბას ვახ­სე­ნებ­დი და ისი­ნი მა­ინც, ჯი­უ­ტად არ გვიშ­ვებ­დ­ნენ. ჰო­და, კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და.


რო­ბი უილი­ამ­სის კონ­ცერ­ტ­ზეც არ შე­გიშ­ვეს, არა?


კი, მაგ­რამ უფ­რო კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, ვიდ­რე შეშ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა დიდ როლს თა­მა­შობს. ასეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას, ოპე­რა­ტო­რე­ბიც მი­ეჩ­ვივ­ნენ. სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით ვი­გონებთ თე­მას, რაც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­გეგ­მილ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის.


გა­მორ­ჩე­უ­ლად, რო­მე­ლი სი­უ­ჟე­ტი გახ­სოვს?


თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ვი­ყა­ვით გა­სუ­ლე­ბი და ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძემ ყვა­ვი­ლე­ბი მირ­ტყა. პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და, სი­ტუ­ა­ცია გა­და­ვი­ღეთ. არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ უწყი­ნარ შე­კითხ­ვას მოჰ­ყ­ვა.


ასე­თი რა ჰკითხე?

მთე­ლი დღე ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვით, ბევ­რი კად­რი გა­და­ვი­ღეთ და ბო­ლოს, წა­მოს­ვ­ლას რომ ვა­პი­რებ­დით, შევ­ნიშ­ნეთ ყვა­ვი­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძეს ჰქონ­და მოწყო­ბი­ლი. მი­ვე­დით და ვკითხე, - "ქინ­ძი ხომ არ გაქვთ?" ამ შე­კითხ­ვამ ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა, შე­ვლა­პა­რა­კდით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან კარ­გად "იმუშავა". შე­უ­რაცხ­ყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბა იყო. ისე­თი პი­როვ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, გა­ხუმ­რე­ბა რომ ვერ შეჰ­ბე­დო. თან, მე შე­ვარ­დ­ნა­ძეს ვიც­ნობ­დი, რო­გორც ხუ­მა­რა ადა­მი­ანს, ერ­თი პე­რი­ო­დი ხომ იუმო­რის­ტულ სფე­რო­შიც მუ­შა­ობ­და. მი­სი საქ­ცი­ე­ლით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი რომ გა­ვი­და, მა­ყუ­რე­ბელ­საც იგი­ვე გან­ც­და გა­უჩ­ნ­და.


პერ­სო­ნა, რო­მელ­ზეც სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბა გიყ­ვარს, რო­მე­ლია?


კონ­კ­რე­ტუ­ლად ერთ პერ­სო­ნას ან ად­გილს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. სულ სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­წევს ყოფ­ნა. რეს­პონ­დენ­ტე­ბიც იშ­ვი­ა­თად მე­ორ­დე­ბი­ან. ბო­ლო დროს საყ­ვა­რელ პერ­სო­ნად იქ­ცა სო­სო კავ­კა­ვაშ­ვი­ლი. წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სულ ჩან­და, იქა­უ­რი პუბ­ლი­კა კარ­გად იც­ნობ­და, და­ვინ­ტე­რეს­დი, ვინ იყო და ერთ სი­უ­ჟეტ­ში ვკითხე, - ვინ ხარ? გაგ­ვე­ცა­ნი-მეთ­ქი. მე­რე მე­ო­რე სი­უ­ჟეტ­შიც გა­და­ვი­ღე, მა­ყუ­რე­ბელს უფ­რო ახ­ლოს გა­ვა­ცა­ნი. მე­რე გა­და­ცე­მა­შიც მო­ვიყ­ვა­ნეთ. ფარ­თებ­ზე ზოგ­ჯერ, დი­ლის 11 სა­ა­თი­დან ღა­მის 5-მდე გვი­წევს ყოფ­ნა, კარ­გი მო­მენ­ტე­ბი რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს.


პო­ლი­ტი­კა ის თე­მაა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეხე­ბით, არა?


არ­ხის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეა. ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი უმე­ტე­სად, ახალ­გაზ­რ­დო­ბაა და ისი­ნი პო­ლი­ტი­კით ნაკ­ლე­ბად არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. 


"ბი­ნა 18"-ის გარ­და, კი­დევ რო­მელ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობ?


ვუ­შა­ობ "შტან­დუ­პერ­ზე" - ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი პრო­ექ­ტია, კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს და იმე­დია, თან­და­თან უკე­თე­სი გახ­დე­ბა. "ბი­ნა 18"-ში "ძა­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი" იუმო­რი არ არის. უმე­ტეს იუმო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ში, მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ქარ­ხ­ნულ სის­ტე­მას ემ­ს­გავ­სე­ბა, რუ­ტი­ნა­ში გა­და­დის. ჩვენ ვა­კე­თებთ არა იმას, რაც ხალხს მოს­წონს, არა­მედ იმას, რაც მო­მა­ვალ­ში მო­ე­წო­ნე­ბათ. ჩვენც უნ­და მი­ვი­ღოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა საქ­მის­გან, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ.


ამ მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თ­ლა?

ვფიქ­რობ, გა­ა­მარ­თ­ლა.

ზო­გა­დად, ხა­რის­ხი­ა­ნი იუმო­რის კე­თე­ბა რთუ­ლია.


რა თქმა უნ­და, რთუ­ლია. ჩვენ არ ვი­მე­ო­რებთ ერ­თსა და იმა­ვე ხუმ­რო­ბებს, მუ­დამ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებთ. ახ­ლა, ამ წუ­თებ­შიც შემ­დე­გი გა­და­ცე­მა იგეგ­მე­ბა, სტუმ­რე­ბის მოწ­ვე­ვის სა­კითხი ირ­კ­ვე­ვა. მო­მა­ვა­ლი გა­და­ცე­მის თე­მად გვაქვს ამე­რი­კა, ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბა. ყვე­ლა­ნი ცალ-ცალ­კე მოვი­ფიქ­რებთ თე­მას, მე­რე ვწერთ სტუმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას, მე­რე ნა­აზ­რევს ერ­თ­მა­ნეთს ვაც­ნობთ და ვთან­ხ­მ­დე­ბით, ვინ შე­იძ­ლე­ბა მო­ვიწ­ვი­ოთ.


სტუმ­რის გა­მო გა­და­ცე­მა ჩაგ­ვარ­დ­ნი­ათ?


ერ­თხელ გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, სტუ­მარ­მა ბო­ლო წუ­თებ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა მოს­ვ­ლა, შე­უძ­ლოდ გახ­და და შემ­ც­ვ­ლე­ლი 10 წუთ­ში ვი­პო­ვეთ.

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!


თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ვრცლად დახურვა