კითხვა-პასუხი

ჩვენი მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები

როდის ატვირთავთ "ქერჩის" ახალ, მე-6 ეპიზოდის?
"ქერჩი: დაკარგული გმირები" მინისერიალია და ის სულ ხუთი ეპიზოდისგან შედგება.
როდის იტვირთება "ცოლები და ქმრების" ახალი სერიები?
სერიალი "ცოლები და ქმრების" მეორე სეზონი, ტელეკომპანია GDS-მა 9, მარტს დაიწყო. წინა სეზონისგან განსხვავებით, სერიალი ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 20:00-ზე გადის GDS-ის ეთერით, ხოლო GDSON-ზე, ეთერში გასვლიდან ერთი საათის განმავლობაში იტვირთება.
გამოვა თუ არა "ტიფლისის" მესამე სეზონი?
პირველი ორი სეზონის წარმატებიდან გამომდინარე, საკითხი ჯერ კიდევ სამსჯელოა, თუმცა სიუჟეტურად, "ტიფლისი" მეორე სეზონის მე-9 ეპიზოდით დასრულდა.
არის თუ არა “მზარეულები” მოპარული სერიალი?
სერიალი “მზარეულები” არის რუსული სერიალის “სამზარეულოს” ქართული ადაპტაცია. ამ ადაპტაციის უფლება სამაუწყებლო კომპანია GDS ოფიციალურად შეიძინა რუსული მხარისგან. შეიძინა ანუ ფული გადაიხადა. შესაბამისად ის ვერ იქნება მოპარული, რადგან ეს ორი ცნება - ყიდვა და მოპარვა გამორიცხავს ერთიმეორეს.
რატომ არ ტვირთავთ GDS-ის მიერ გახმოვანებულ უცხოურ ეპიზოდილებს?
ამ ეტაპისთვის ეს შეუძლებელია, რადგან უცხოური ეპიზოდილები ტელეკომპანია GDS-ს მხოლოდ სატელევიზიო ჩვენების უფლებით აქვს შეძენილი.